ვიდეოს ჩართვა
იხილეთ
ვიდეორგოლი

გათამაშებები

  1. 25 ივლისი

  2. 22 აგვისტო

  3. 19 სექტემბერი , 19:30

    გათამაშება 3

    მიმდინარე გათამაშება

    გათამაშების პირდაპირი ეთერი გაიმართება 19 სექტემბერს, TV პირველზე, 19:30 საათზე;

გალფ კლუბი

თქვენი ბილეთების და ქულების სანახავად გაიარეთ ავტორიზაცია

ბარათი

პროექტის შესახებ

გალფი გთავაზობთ საზაფხულო წამახალისებელ გათამაშებას „იტალიური ზაფხული გალფში!“. გათამაშება გაგრძელდება სამი თვით, 24 ივნისიდნ 19 სექტემბრის ჩათვლით და ყოველი თვის ბოლოს გათამაშდება სამი ავტომობილი Fiat 500, ცხრა მოპედი Vespa 150cc და სამი ორკაციანი საგზური იტალიაში.

წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. ყოველი 25 ლარის ნებისმიერი საწვავის შენაძენზე Gulf Club-ის წევრი მიიღებს გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა).   ასევე შესაძლებელია კლუბის ბარათზე დაგროვილი ქულები გადაცვალოთ გათამაშების ბილეთში, 100 ქულა = 1 ელექტრონულ ბილეთს, რომელიც დოლურაში მოხვდება ყველა სხვა ბილეთთან ერთად.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის გალფ კლუბის წევრი, ბარათის მიღება შეუძლია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან გალფის საიტიდან ონლაინ რეჟიმში.

მიმდინარე ბილეთების ნახვა და ქულებით ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge;

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველი თვის ბოლოს TV პირველის პირდაპირ ეთერში, 19:30 საათზე. გათამაშების დღეებია: 25 ივლისი, 22 აგვისტო, 19 სექტემბერი. თითოეულ გათამაშებაზე პირდაპირ ეთერში გამოვლინდება 5 გამარჯვებული. პრიზები გათამაშდება შემდეგი რიგითობით: 1. საგზური ორ პერსონაზე ქალაქ რომში; 2. მოპედი Vespa 150cc; 3. მოპედი Vespa 150cc; 4. მოპედი Vespa 150cc; 5. ავტომობილი Fiat 500;

წესები და პირობები

  • წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ იურიდიულ პირებს.
  • გათამაშება ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • მომხმარებელმა აუცილებლად უნდა გაატაროს Gulf Club-ის ბარათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებს გათამაშებაში მონაწილეობას;
  • გათამაშებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა ერთხელ მაინც გაიაროს ავტორიზაცია ვებგვერდზე: www.GulfClub.ge (თუ მომხმარებლის ანგარიში არ არის ავტორიზებული).
  • ნებისმიერი ტიპის საწვავის ყოველი 25 ლარის შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს, არაუმეტეს ოთხი ბილეთისა ერთ ტრანზაქციაზე.
  • თქვენი ელექტრონული ბილეთების რაოდენობის შემოწმება შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.GulfClub.ge;
  • წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდებიან პირდაპირ ეთერში თვეში ერთხელ (ჯამში 15 გამარჯვებული).
  • პირდაპირი ეთერი გაიმართება ყოველ ხუთშაბათს 19:30 საათზე - TV პირველზე. გათამაშების დღეებია: 25 ივლისი, 22 აგვისტო, 19 სექტემბერი.
  • მოგებული ბილეთების ნომრები განთავსდება, პროექტის ვებ-გვერდზე www.GulfClub.ge და Facebook გვერდზე. გათამაშების მეორე დღეს ორგანიზატორი კომპანია თავად დაუკავშირდება გამარჯვებულებს.
  • პრიზის მოსაგებად, მონაწილემ, აუცილებელი წესით უნდა უპასუხოს ტელეფონის ზარს;
  • იმ შემთხვევაში თუ, წამყვანი ვერ დაუკავშირდება გამარჯვებულ მონაწილეს პირდაპირ ეთერის დროს, ანუ, თუ მონაწილე არ პასუხობს ტელ. ზარს, ტელეფონი გამორთულია ან ისმის დაკავების ზუმერი, მაშინ წამყვანი, კიდევ 2-ჯერ აკრეფს გამარჯვებულის ტელ. ნომერს, ხოლო დაკავშირების ზედიზედ სამი წარუმატებელი ცდის შემთხვევაში, წამყვანი დოლურადან ამოიღებს ახალ, სხვა ბილეთს, მანამდე სანამ, არ მოხერხდება გამარჯვებულ მონაწილესთან შეუფერხებლად დაკავშირება;
  • ორგანიზატორი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას, ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც ვერ ხერხდება მონაწილესთან დაკავშირება მონაწილის მიუწვდომლობის ან მისი ტელეფონის გაუმართაობის გამო [მათ შორის, თუ მონაწილის ტელეფონი დაჯდა გათამაშების/პირდაპირიეთერის მომენტში, ტელეფონი დაუვარდა გათამაშების/პირდაპირი ეთერის  პერიოდში,  გაუფუჭდა და ა.შ.].
  • პრიზის მისაღებად გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს „გალფ კლუბის“ ბარათი და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, არაუგვიანეს, კონკრეტული გათამაშებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. # 34 მე-6 სართ, „გალფი“.
  • პრეტენზიის განხილვის ვადაა, კონკრეტული გათამაშებიდან 6 (ექვსი) კალენდარული  დღე;
  • გამარჯვებულს მოგებული პრიზის შესაბამისი ფულადი თანხა არ გადაეცემა.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი საწვავის ჩასხმისას მივიღებ ბილეთს?

ნებისმიერი საწვავის შეძენისას მიიღებთ ელექტრონულ ბილეთს, მთავარია არ დაგავიწყდეთ Gulf Club-ის ბარათის გატარება.

როგორ გავხდე Gulf Club-ის წევრი?

გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე შეგიძლია მოითხოვოთ Gulf Club-ის ბარათი. ასევე შეგიძლიათ განაცხადი გააკეთოთ ონლაინ.

როგორ მივიღებთ გათამაშების ბილეთებს?

ელექტრონულ ბილეთს მიიღებთ ნებისმიერი საწვავის ყოველი 25 ლარის შენაძენზე. ასევე  ასევე შესაძლებელია კლუბის ბარათზე დაგროვილი ქულები გადაცვალოთ გათამაშების ბილეთში, 100 ქულა = 1 ელექტრონულ ბილეთს.

რამდენი ბილეთი მაქვს?

ელექტრონული ბილეთების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.GulfClub.ge.

როდის იქნება გათამაშების პირდაპირი ეთერი?

გათამაშებები გაიმართება TV პირველზე შემდეგ დღეებში: 25 ივლისი, 22 აგვისტო, 19 სექტემბერი

როგორ გამოვლინდება გამარჯვებული?

თქვენი ელექტრონული ბილეთების ნომრები მოთავსდება გათამაშების დოლურაში. თითოეულ ლაივ ეთერში წამყვანი პირდაპირ ეთერში გამოავლენს 5 გამარჯვებულს.

შეიძლება თუ არა ჩემი მონაცემების შეცვლა?

იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი, გვარი ან ტელეფონის ნომერი შეცდომითაა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე *0007 და შეაცვლევინოთ ინფორმაცია.

შეიძლება თუ არა პრიზის მაგივრად თანხის აღება?

გაიცემა მხოლოდ პრიზი, თანხის აღება დაუშვებელია.

სად მივადევნო თვალყური გათამაშებას?

გათამაშება გაიმართება TV პირველზე შემდეგ დღეებში:  25 ივლისი, 22 აგვისტო, 19 სექტემბერი. გარდა ამისა გამარჯვებული ბილეთები გამოქვეყნდება ამავე დღეს, Gulf Georgias ოფიციალურ Facebook გვერდზე.